Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ხახალეიშვილი![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს. 1960-1962წწ. მუშაობდა ქ. მურმანსკში; 1962 წლიდან - ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" ლითონ-კონსტრუქციების ქარხანაში მექანიკოსად, საამქროს უფროსად; 1972-1977წწ. - ტრესტის საწარმოო-ტექნიკური კომპლექტაციის განყოფილების უფროსად, N1 მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ. მონაწილეობდა კრასნოდარის მხარეში მრავალი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაში. მისი ხელმძღვანელობით, განსაზღვრულ ვადებში შესრულდა ენგური-ცენტრალნაია-სტავროპოლის 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოები; 1982 წლიდან იყო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" მმართველის მოადგილე; 1985 წლიდან გარდაცვალებამდე - "საქქვესადგურმშენის", N54 მექანიზებული კოლონის დირექტორის მოადგილე. მონაწილეობდა სამშენებლო პროექტების დამუშავებაში. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომლებიც ძირითადად შეტანილი იყო სამუშაო პროექტებში. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.431 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |