შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოკა ცხვედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1980 წელს. მუშაობს სხვადასხვა მედიაში; 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენაში, მათ შორისაა: "კარტეზიანული ფიქრები და გულისთქმა" (მოსკოვის საერთაშორისო არტბაზრობა, გალერეა "კაშირკაზე", მოსკოვი, რუსეთი, 1996), "GEM ATB" (გალერეა "თბილისი"; იაპი კრედის მოედანი, სტამბული, თურქეთი, 2005), თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა (ზაარლენდის რადიო, ზაარბრიუკენი, გერმანია, 2008 ), "DEVA HOLDING" ("Art Gallery", სტამბული, თურქეთი, 2008), თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი, არტისტერიუმი IV (თბილისი, 2011), "ფერით წერა" (თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, თბილისი, 2012), "ATB-Tbilisi" (ჰაასკონსულტინგინს ოფისი, ალტნაუ, შვეიცარია, 2012). წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 108-109
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |