Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ დათუკიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1987 წელს. 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს გამოფენებში, მათ შორის: პერსონალური გამოფენა (რუსთავი, 1988), "ARGENTEUIL HOTEL DES VENTES" (აუქციონი, პარიზი, საფრანგეთი, 1990), პერსონალური გამოფენა (პროკრედიტ ბანკი, თელავი, 2007); ჯგუფური გამოფენა: "ქართული ფერები" (ბერლინი, გერმანია, 1990), "MGC GRADEC" (ზაგრები, იუგოსლავია, 1991), ქართული კულტურის ცენტრი "მზიური" (მოსკოვი, 1991), "BAD SALAZUFLEN. KLAUS-DIETEN WOLF" (გერმანია, 1998 ); სამყაროს უსასრულობა და მებრძოლი ადამიანი მ. დათუკიშვილის ძირითადი თემაა; მხატვრის შემოქმედებითი ბუნება მაღალი პლასტიკური კულტურის მქონე აბსტრაქტულ ფერწერაში ვლინდება; მისეული აბსტრაქტული ფორმების იდეა კვლავ ბუნებას უბრუნდება. მხატვრის თანდაყოლილი "არაფორმალური" ინტერპრეტაციის უნარი ფერწერაში ვლინდება როგორც ფსიქიკური იმპროვიზაციის ხელოვნება. სხვადასხვა მასალასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები აერთიანებს მის მიერ შექმნილ ფიგურულსა და აბსტრაქტულ ელემენტებს. ნამუშევრები ინახება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებში. მ. დათუკიშვილი მუშაობს შერეულ მედიაში, ქმნის კოლაჟებს, ზეთის ფერწერას, გრაფიკას. წყარო: ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 106-107; გადაცემა "არტემი": youtube.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |