Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეკა გელოვანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-ფერმწერ პედაგოგის კვალიფიკაციით 1983 წელს. 1986-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის პედაგოგი; 1995–2008წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის კათედრის უფროსი პედაგოგი; 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. გამოფენები: პერსონალური: თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი (1987), 1988 საშობაო გამოფენა (მხატვრის სახლი, 1988); 1996 ჯგუფური გამოფენა: გალერეა "Im Alter kloster" (ქ. კიოლნი, 1996), გალერეა Expo88 (ქ. მოსკოვი, 1997), გალერეა Д137 (ქ. სანქტ-პეტერბურგი, 1999); ოთხი მხატვრის გამოფენა (თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, 1999); მხატვარ ქალთა გამოფენა (თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი, 2003), თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგთა გამოფენა ( ბილკენტის უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი, 2007), თბილისის სამხატვრო აკადემიის გამოფენა (გალერეა "დალი პლაზა", მადრიდი, ესპანეთი, 2009), გამოფენა "კონტრასტი" (თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე, 2011), გამოფენა "ოთხი" (გამრეკელი გალერეა, 2015), "Dzawing Club" (კინოსტუდიის პავილიონი, 2017), საქველმოქმედო გამოფენა - აუქციონი (გამრეკელი გალერეა, 2017), გამოფენა "კომუნიკაციის ელემენტები" (გარიყულა, ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი "Fest Nova", 2017). მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიოლნის, მოსკოვის კერძო კოლექციებში; მიღებული აქვს გაეროს World Food Programme ეგიდით ჩატარებულ კონკურსის II პრემია. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 104-105; თანამედროვე ხელოვნების არქივი: archive.propaganda.network; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |