The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო ხეთაგური

სერგო ხეთაგური
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:1979  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო თბილისის ელექტრო-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში სამშენებლო საამქროს უფროსად; შემდგომში - თბილისის ელექტროტექნიკურ ქარხანაში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად. მუშაობდა ასევე "საქენერგოს" საპროექტო ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1958 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა "საქენერგოს" სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველო და 1968 წლამდე იყო მისი უფროსი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ენერგოსისტემაში აშენებულია მრავალი ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტი. დაჯილდოებული იყო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.432-433


გააზიარე: