შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სემირამიდა ამილახვარი![]()
ბიოგრაფიასემირამიდა ამილახვარზე დოკუმენტური ცნობები თითქმის არ მოიპოვება, მაგრამ ხელოვნების მუზეუმის ქართული ფერწერის ფონდში მის მიერ შექმნილი 3 სურათი ინახება – ორი პორტრეტი და ერთი პეიზაჟი. მხატვრის პეიზაჟი, ფერწერული მანერისა და კომპოზიციური სტრუქტურის თვალზასრისით, ოსტატურადაა შესრულებული; გარდა ნიჭიერებისა აშკარაა, რომ მხატვარს პროფესიული განათლება ჰქონდა მიღებული; პეიზაჟს წარწერა აქვს და იუწყება, რომ სურათი 1862 წელსაა შესრულებული. წყარო: საქართველოს მხატვარი ქალები / ნინო ხუნდაძე // ჩემი სამყარო : ჟურნალი ახალგაზრდებისათვის / საქართველოს სტრატეგიათა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.- თბილისი, 2022.-N 36.-გვ.77
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |