შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ვანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. მუშაობდა "საქმთავარენერგოში" დისპეტჩერად; 1973-1978წწ. - უფროსი, დისპეტჩერი; 1976-1978წწ. - "საქმთავარენერგოს" პროფკავშირის კომიტეტის მდივანი; 1975-1980წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1978-1980წწ. - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღების საწარმოო-ტენიკური განყოფილების უფროსი; ენერგოინსპექციის უფროსი; 1980-1983წწ. - "საქმთავარენერგოს" უფროსის თანაშემწე; 1983-1985წწ. - მარნეულის საქსელო საწარმოს მთავარი ინჟინერი; 1985-1987წწ. - ხრამჰესების კასკადის დირექტორი; 1987-1988წწ. - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე ელექტროტექნიკურ ნაწილში; 1988-1992წწ. - ტრესტ "საქსოფელელექტრომშენის" მთავარი ინჟინერი; 1992-1995წწ. - "საქენერგოს" დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1997წწ. - ტრესტ "საქსოფელელქტრომშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1997-1999წწ. - "საქენერგოს" ოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ელ. ენერგიის აღრიცხვისა და რეალიზიციის სამსახურის უფროსი; 1999-2001წწ. - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ანგარიშსწორების დირექტორი; 2002-2004წწ. - სს "საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" რეალიზაციის, კონტროლისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსი; 2005-2008წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" აღმოსავლეთის ქსელების მენეჯერი, პროექტის მენეჯერი; 2008 წლიდან - შპს "ტელ ინდასტრი ჯორჯიაში" პროექტის მენეჯერი. გამოქვეყნებული აქვს ორი სამეცნიერო ნაშრომი ელ. ენერგიის ეკონომიის საკითხებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.433 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |