Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ თოფურიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო პედაგოგიურ ტექნიკუმი 1978 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კინო / ტელე ხელოვნების ფაკულტეტი 1985 წელს. 1980-იანი წლებიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და უცხოეთში; 1992-1993წწ. აფხაზეთის ომის დროს სამშობლოს დასაცავად თოფურიძე იბრძოდა "გორდას" ბატალიონში. 1990 წელს ომში წასვლამდე მუშაობდა დეკორატორად ლევან ღლონტის ფილმში "ლაქა". რთულ 90-იან წლებში მხატვარმა ვახტანგ (ვახო) თოფურიძემ შექმნა ემოციურად და თემატურად მრავალფეროვანი საინტერესო და მჭევრმეტყველი გრაფიკა და ფერწერა. 1990 წელს მან თავის თანამედროვე მხატვრებთან ყარამან ქუთათელაძესთან და გიორგი გორდეზიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო სიეტლში გამართული ოლიმპიადისთვის კოკა-კოლას დიზაინის ქართული ვერსიის შექმნაში, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. გრაფიკის ან ფერწერის ენით მხატვარი აღწევს ნაწარმოებით გადმოცემულ ემოციას. ფერწერაში თამამი და ძლიერი შტრიხებით ქმნის ინდივიდუალურ, დამახასიათებელ, მკაფიოდ გამოხატულ ერთფიგურიან კომპოზიციებს. სამწუხაროდ, აქამდე ვახტანგ თოფურიძის შესახებ არც კვლევა და პუბლიკაცია და არც კრიტიკული სტატია დაწერილა. სამი ნამუშევარი, რომლებიც ინახებოდა ჯეინ ვურჰეს ციმერლის ხელოვნების მუზეუმში, შეიქმნა მხატვრის სტუდენტობის პერიოდში: პასტელში და გრაფიტში შესრულებული "ქალის ტორსი". 1996, 2005, 2007 წლებში მოეწყო მისი სამი პერსონალური გამოფენა, ერთი გარდაცვალების შემდეგ. მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა მისი ნამუშევრები. იყო პროფესიონალი მთასვლელი, აფხაზეთის ომის მონაწილე, მუშაობდა ფერწერასა და გრაფიკაში, იყო კინოს მხატვარიც. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 98-99; ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი": ghn.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |