The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ტატალაშვილი

პეტრე ტატალაშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1961
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი.

1919 წლის 25 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ სტამბოლში ფერიქოის სავანის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის მდივანი, მღვდელი პეტრე ტატალაშვილი თხოულობდა წიგნებით დახმარებას მონასტერთან არსებული ბიბლიოთეკისათვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა 1500 მანეთის წიგნებით. პეტრე ტატალაშვილი იყო სტამბოლის ფერიქოის სავანის ეკლესიის ერთ-ერთი უკანასკნელი მოძღვარი, მან მთელი თავისი ცხოვრება ამ ეკლესიას შესწირა.

წყარო: რეზო ანდღულაძე : ინტერვიუ / ესაუბრა სიმონ აფრიამაშვილი // საბა : საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე. - თბილისი, 2011. - მარტი. - N3(183). - გვ.12-13


გააზიარე: