The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოკა რამიშვილი

კოკა რამიშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1956  (68 წლის)
კატეგორია:არტისტი, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ინდუსტრიული დიზაინის, არქიტექტურის და კინემატოგრაფიის მიმართულებით.

მუშაობს სხვადასხვა მედიაში: სახვითი ხელოვნება, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ინსტალაცია, ვიდეოარტი. მისი ნამუშევრები ეფუძნება პოეტურ-სტრუქტურულ პლატფორმასა და ინტერდისციპლინურ პრაქტიკას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ესთეტიკურ ფილოსოფიას, არამედ ერთმანეთში გადაკვეთილ მეცნიერებას - კვანტურ ფიზიკას, მედიცინას, სოციალურ დისციპლინებს. ბოლო დროს უპირატესობას ანიჭებს ფოტოგრაფიასა და აკვარელს. მისი ფოტოები სინათლის ფენომენის, აკვარელი კი - ფერის კვლევის დოკუმენტაციაა. მან 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო მუშაობა ჯარჯ ბალანჩინთან, ჩართული იყო სინთეზური თეატრის საქმიანობაში. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ეტაპია 1987 წლიდან "მარჯანიშვილის" მხატვართა ჯგუფში მოღვაწეობა. 1991 წელს მან შექმნა თორმეტი შავ-თეთრი ფოტოსაგან შემდგარი დოკუმენტური სერია "ომი ჩემი ფანჯრიდან", რომელიც თბილისში მიმდინარე ომს ასახავდა. 1991-1994 წლებში ის მუშაობდა ვოლფგანგ პლატცის სახელოსნოში (მიუნხენი, გერმანია), 1994 წელს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის თანადამაარსებელი იყო, 1997 წელს კი დააფუძნა ვიზუალური ლაბორატორია და ჟურნალი "სიგნალი". 1997 წელს მან ვიდეოინსტალაციისთვის "სიგნალი" მიიღო ჯილდო ბაუჰაუსის სახელოვნებო სკოლისა და შტუტგარტის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიისაგან. ხელოვანი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის, ინგლისის, ბელგიის, ჰოლანდიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის გალერეებთან. მათ შორისაა: "Tate Modern" (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), "MAMCO" (ჟენევა, შვეიცარია), გოეთეს ინსტიტუტი (ბერლინი, გერმანია), "Musée des Beaux-Arts" (ნანტი, საფრანგეთი), "M KHA" - თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ანტვერპენი, ბელგია), კობრას მუზეუმი (ამსტერდამი, ჰოლანდია), Museum Folkwang (ესენი), Cobra Museum (ამსტერდამი) და სხვ. 2009 წელს მისი ინსტალაცია იყო წარდგენილი ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, საქართველოს პავილიონში. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს შვეიცარიიის ქალაქ ჟენევაში. ხელოვანს 40 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. პანდემიის პერიოდში გააკეთა ერთგვარი ხიდი საქართველოსთან. დაიწყო ონლაინ კლასი მათთვის, ვინც ქართულად საუბრობს. უზიარებს ახალგაზრდებს თავის ხედვას და გამოცდილებას, იმას რაც სამშობლოსა და უცხოეთში ისწავლა როგორც არტისტმა.

წყარო: თანამედროვე ხელოვნების არქივი: archive.propaganda.networkხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ.70-71; speech.geახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


გააზიარე: