შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია შველიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1984 წელს. 80-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელი ლია შველიძე იყო ხელოვანთა არაფორმალურ ჯგუფ "მარჯანიშვილის სახელოსნოს" წევრი. 1987 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სახელოსნოში მუშაობდა. ის პირველი ქართველი მხატვარი ქალია, რომელმაც ძლიერად წარმოაჩინა გენდერული თემატიკა. მას გამორჩეული ხელწერა აქვს განზოგადოებული, მონუმენტური მეტყველების ფერწერით. მხატვარმა თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში 16 სოლო - გამოფენა გამართა, რომელთა შორის განსაკუთრებულია "ძველ გალერეაში" გამართული აქცია-გამოფენების სერიები, სახელწოდებით - "დაჯექი!" (2000-2003); ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა (1994) და ქ. ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (2016) წარმოდგენილი მისი ექსპოზიციები. მხატვრის აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობასთან ერთად აღსანიშნია მისი პრაქტიკული პედაგოგიური საქმიანობა. 2007 წელს ლია შველიძემ დააარსა "მხატვრობის ხელშემწყობთა ასოციაცია" და მასთან არსებული "სამხატვრო სტუდია ყველასათვის". წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 66-67; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; imedinews.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |