შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს. აქტიურად ხატავდა 1989 წლიდან და "X სართულის" მხატვართა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა თანადროულ გამოფენებში. გია დოლიძე ფერს უაღრესად სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს, მისტიკური განწყობის შესაქმნელად სურათის ჩაბნელებულ ფონზე იყენებს ოქროსფრის მდიდარ პალიტრას და თამამად უსადაგებს მის მიერ წარმოსახული სიმბოლოებისა და ზღაპრული პერსონაჟების იდუმალ სამყაროს. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ.64-65
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |