შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მეღვინეთხუცესიშვილი![]()
ბიოგრაფიაXIX საუკუნის ქართული ინტილიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის-იოსებ მამაცაშვილის მეუღლე, ცნობილი ისტორიკოსისა და მკვლევრის, დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და; იბეჭდებოდა ჟურნალში "ცისკარი". მამაცაშვილების სალონში იკრიბებოდნენ იმპერიოდის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები; იკითხებოდა რეფერატები, იმართებოდა დებატები; მათ სახლში მიიღეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების გადაწყვეტილება. იოსებ და ნინო მამაცაშვილებმა ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი აღზარდეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დედის ძალისხმევით, თორმეტივე შვილმა საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება და შემდგომ ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას. ნინო მეღვინეთხუცესიშვილი-მამაცაშვილი საინტერესოდ აღწერს 1832 წლის შეთქმულებისა და მეუღლის დაპატიმრების ეპიზოდებს და XIX საუკუნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. წყარო: მოგონებები / ნინო მეღვინეთხუცესიშვილი.-თბ.,2016.-102გვ. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |