ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მზია სურგულაძე
დაბადების თარიღი: | 16 იანვარი, 1946 (79 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1967 წელს.
1971 წელს მუშაობა დაიწყო კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების გამგე. მისი სადისერტაციო ნაშრომები ეხებოდა ძველ ქართულ პალეოგრაფიულ ტერმინებსა და ქართულ საისტორიო აქტებს. მისი ინტერესების სფეროა დოკუმენტური წყაროების სტრუქტურა და სემანტიკა, შუა საუკუნეების სოციალური სინამდვილისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთმიმართება, ისტორიული გენეალოგია და ქრონოლოგია, ისტორიული ონომასტიკონი. ავტორია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სკოლის სახელმძღვანელოების. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, წყაროთმცოდნე.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ელენე მეტრეველის სახელობის მედალი
- ნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების (როსტომი) შესახებ : (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა) = Documentary Sources (Deeds, Epigraphic Inscriptions, Colophons) in the First Half of the 17th century about the Kings of Kartli and Kakheti (Rostom) (research and publication of sources) (რედაქტორი) // ტ.2. - თბილისი, სამშობლო, 2021. - 592გვ.. - ISBN: 9789941974588
- დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების (გიორგი X, ლუარსაბ II, ბაგრატ VII, სვიმონ II, თეიმურაზ I) შესახებ : (წყაროების პუბლიკაცია და გამოკვლევა) = Documentary Sources (Deeds, Epigraphik Inscriptions, Colophons) of the First Half of the 17th Century about of the Kings of Kartli and Kakheti (Giorgi X, Luarsab II, Bagrat VII, Svimon II, Teimuraz I) : (research and publication of sources). (რედაქტორი) // ტ.1. - თბილისი, ნათლისმცემელი, 2019. - 414გვ.. - ISBN: 9789941967788
- ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა : გამოკვლევა, ტექსტები (თანაავტორი). - თბილისი, პოლიგრაფი, 2018. - 318გვ.. - ISBN: 9789941956409
- ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში : ენციკლოპედიური ლექსიკონი (რედაქტორი). - თბილისი, სეზანი, 2017. - 335გვ.. - ISBN: 9789941949784
- ქართული ისტორიული საბუთები : XVI საუკუნე (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV (შემდგენელი). - თბილისი, 2016. - 746გვ.. - ISBN: 9789941949708
- დიდი ომიანობა ეგრისში (ავტორი) // საქართველოს ილუსტრირებული ისტორია; ტ. 17. - თბილისი, პალიტრა L, 2016. - 48გვ.. - ISBN: 9789941217661
- "მცხეთის სახლი" = Mtskheta Hause (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2016. - 252გვ.. - ISBN: 9789941227684
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (შემდგენელი) // ტ.5 . - თბილისი, 2015. - 524გვ.. - ISBN: 9789941941542
- ქართული ისტორიული საბუთები : XV საუკუნის მეორე ნახევარი : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 3 (შემდგენელი). - თბილისი, 2014. - 604გვ.
- ქართული ისტორიული საბუთები XIV-XV საუკუნეები : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 2 (შემდგენელი). - თბილისი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2013. - 354გვ,. - ISBN: 9789941928499
- საქართველოს ისტორია ბავშვებისთვის (ავტორი). - თბილისი, ლიტერა, 2011. - 164გვ.. - ISBN: 9789994088379
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (შემდგენელი) // ტ.4. - თბილისი, 2007. - 416გვ.. - ISBN: 9789994059799
- ქართული საისტორიო აქტები XI-XV სს. (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2006. - 310გვ.. - ISBN: 9994055135
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (შემდგენელი) // ტ.3. - თბილისი, 2004. - 360გვ.
- თუხარელები : ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, ლამარა თუხარელის გამოცემა, 1999. - 104გვ.
- ბაგრატიონთა სამეფო სახლი (ავტორი). - თბილისი, კანდელი, 1995. - 64გვ.
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (შემდგენელი) // ტ.2. - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 592გვ.. - ISBN: 5520003866
- პირთა ანოტირებული ლექსიკონი : XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით (შემდგენელი) // ტ.1. - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 784გვ.
- ქართული ისტორიული საბუთები IX-XIII სს. : ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი ; ტ. 1 (შემდგენელი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 419გვ.
- ძველი ქართული პალეოგრაფიული ტერმინები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 158გვ.
|