The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხიდაშელი

დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1980  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1930 წელს.

1932 წელს მიიწვიეს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრაზე; 1938-1970წწ. იყო თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის კათედრის ხელმძღვანელი; 1964 წელს მისი ინიციატივით კათედრაზე გაიხსნა მეორე - "თბოელექტროსადგურების" სპეციალობა; 1966 წლიდან კათედრას მიეცა "სამრეწველო თბოენერგეტიკაში" ასპირანტების მომზადებისა და საკანდიდატო დისერტაციების მიღების უფლება; მისი ძალისხმევით შეიქმნა სათანადოდ აღჭურვილი სასწავლო-ლაბორატორიული ბაზა თერმოდინამიკისა და თბოტექნიკის დისციპლინებში. გაფართოვდა წარმოებასთან კავშირები; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები საქართველოს დაბალხარისხიანი სათბობის - ახალციხის მურა ნახშირისა და ტორფის რაციონალური გამოყენების მიმართულებით. მის მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს ტორფების ხარისხობრივი მაჩვენებლები, ლაბორატორიულ და საწარმოო პირობებში მისგან მიღებული იქნა ნახევარკოქსი, ფისი, ფენოლები და სხვა. ტორფიდან მიღებული უკვამლო წვის მაღალხარისხოვანი ბრიკეტები გამოყენებული იქნა ციტრუსოვან ნარგავთა შესათბობად ყინვისაგან მათი დაცვის მიზნით. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.436

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: