The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩაკვეტაძე

ნინო ჩაკვეტაძე
დაბადების თარიღი:1971  (54 წლის)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1990 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის განყოფილება 1996 წელს.

მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა ჯგუფურ თუ პერსონალურ გამოფენებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მათ შორის: გალერეა "ჰობიში" გამოფენა "დაბრუნება ბავშვობაში", პერსონალური გამოფენა "თი ბი სი გალერეაში", "საშობაო გამოფენა"; საქართველოს გარდა, ნინო ჩაკვეტაძის ნახატები ასევე არის აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის კერძო კოლექციებში. 2014 წელს ნინო ჩაკვეტაძე, როგორც ილუსტრატორი, წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრიზის კანდიდატად. მუშაობს საბავშვო წიგნების ილუსტრაციებზეც. ფერმწერი და ილუსტრატორი.

წყარო: ნინო ჩაკვეტაძე პროფაილი: tsirablog.wordpress.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1997-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: