Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ჩართოლანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1978 წელს; ორდინატურა 1982 წელს. მუშაობა დაიწყო მესტიის საავადმყოფოში ქირურგად; 1982-1985წწ. მუშაობდა ამავე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ; 1987 წელს მუშაობა განაგრძო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის კლინიკაში ქირურგიული ბრიგადის ხელმძღვანელად, შემდგომში იგი როგორც კვალიფიციური ქირურგი, მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგად; 1985-1986წწ. გაიარა სტაჟირება ქ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტში; 1999 წელს იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატებში და კვალიფიკაციას იმაღლებდა ატლანტის სამედიცინო ცენტრში ბაზისურ ლაპარასკოპურ ქირურგიაში, იმავე წელს ორი თვე მუშობდა იტალიის ქ. მოდენიოს ჰოსპიტალში, 2000 წელს იმყოფებოდა სინგაპურის ზოგად კლინიკურ საავადმყოფოში და კვალიფიკაციას იმაღლებდა მსხვილი ნაწლავის ლაპალოსკოპულ ქირურგიაში; 2005 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქირურგიაში. იგი ლაპაროსკოპული (უსისხლო) ოპერაციების ჩატარების ერთ-ერთი დამნერგავია საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მცირე ინვაზიური ქირურგიის ვიცე-პრეზიდენტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.419 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |