The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დამირ ხოფერია

დამირ ხოფერია
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1958 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტუტიტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით - 1968 წელს.

1965 წლიდან - თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1969-1972წწ. მივლინებული იყო ენგურჰესის მშენებლობაზე ბეტონის და სამშენებლო მასალების ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დადგენის მიზნით; აქტიურად მონაწილეობდა ენგურჰესის ბეტონის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებაში; 1972-1987წწ. - კაშხლის მშენებლობის დაწყებიდან იმყოფებოდა უშუალოდ მშენებლობაზე ნატურული დაკვირვებების განყოფილებაში ბეტონის და ბეტონის სამუშაოების კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელად; 1988-1992წწ. - საქართველოს ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992 წლიდან - ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოყალიბებულ მცირე საწარმო "დიანდჰესი"; 1999 წლიდან - ნაგებობათა დიაგნოსტიკის და მონიტორინგის ცენტრ სს "დიანდჰესში" უფროსი მეცნიერ-მუშაკი, დირექტორის მოადგილე; პარალელურად 2006-2009წწ. - საქართველოს ენერგეტიკის და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ნაგებობათა დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1991-2000წწ. მონაწილეობდა კვლევით და საპროექტო სამუშაოებში: "ენგურის კაშხლის მონიტორინგის რეაბილიტაციის პროექტი" (საქართველო-შვეიცარია), "საქართველოს კაშხლებზე და წყალსაცავებზე გეოფიზიკური კვლევების და მონიტორინგის ჩატარება" (საქართველო-იტალია), "ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი (EBRD)", "ალგეთის და სიონის წყალსაცავების რეაბილიტაციის პროექტი" (მსოფლიო ბანკი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონი). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მონაწილეობდა რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით კონფერენციებში".

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.439-440


გააზიარე: