The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ადილარ ჩართოლანი

ადილარ ჩართოლანი
დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1929
გარდაცვ. თარიღი:2019  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მესტია.

დაამთავრა თბილისის სახელმიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1956 დაინიშნა მესტიის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობაზე; 1959 წელს ერთი წლის ვადით დაიყვანეს ლენტეხის რაიონულ საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1961 წელს კვლავ დაუბრუნდა მესტიის რაიონს და მუშაობა განაგრძო თავის ძველ თანამდებობაზე. არაერთჯერ აიმაღლა კვალიფიკაცია თბილისის წამყვან ინსტიტუტში და ჩამოყალიბდა როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, რომელმაც 40 წლის განმავლობაში შვიდიათასზე მეტი ქირურგიული და სამედიცინო-გინეკოლოგიური ოპერაცია ჩაატარა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.421

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • ღირსების ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: