The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ იაკობაშვილი

თემურ იაკობაშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2018  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1991 წელს.

თემურ იაკობაშვილი (Aharon Yakobson) ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში, შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ "X სართულის" წევრი და ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში. თემურ იაკობაშვილი ბიბლიური და ებრაული თემატიკით დაინტერესდა, შექმნა მრავალი სურათი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებზე. 1992 წელს, მოსკოვში ქართველი მხატვრების გამოფენაზე, წარმოდგენილი იყო მისი სურათი "მოსე", იმავე წელს მოსკოვში, გამოფენაზე - "ებრაელი მხატვრები ბავშვებისთვის", ექსპონირებული იყო მისი 4 ნამუშევარი ციკლიდან "იერუსალიმი - ჩემი სიყვარული", სადაც მისი ნამუშევრები მარკ შაგალის, ფალკისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. ერთი ნამუშევარი "გამოსვლა" აშშ -ის გენერალურმა მდივანმა ჰენრი კისინჯერმა შეიძინა. 1993 წელს თემურ იაკობაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, იმავე წელს ისრაელის მხატვართა კავშირში მიიღეს და უკვე იქ განაგრძო აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა. 2006 წელს თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის 58-ე წელთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა "ებრაული თემატიკა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში", სადაც წარმოდგენილი იყო თემურ იაკობაშვილის ნამუშევრებიც. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა თემურ იაკობაშვილის ნამუშევრები.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 62-63; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; A8 ხელოვნება - 1 | Encyclopedia Of Geor: gjencyclopedi.comeuropetime.eu


გააზიარე: