The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგა მაღლაკელიძე

გოგა მაღლაკელიძე
Date of birth:1962  (63 years)
Category:Painter

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1987 წელს.

1984 წლიდან იყო მხატვართა ჯგუფ "არქივარიუსის" წევრი. 1987-1988 წლებში ხელოვანის ნამუშევრები ე.წ. "მეათე სართულისა" და "მარჯანიშვილის" არაფორმალური ჯგუფების მხატვრებთან ერთად ექსპონირებული იყო ლენინგრადში, რუსულ მუზეუმში, გამართული ქართული ავანგარდის გამოფენასა და ნარვაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაში. მან 1990 წლებში დაიწყო ახალი ქრისტიანული ესთეტიკის ძიება, შექმნა მინიატიურები, მუშაობდა ლევკასის და ტემპერის ტექნიკითაც. 2000-2010წწ. ხელოვნებამცოდნეებთან თანამშრომლობით მაღლაკელიძემ მონუმენტური მხატვრობის ნუმიშები შექმნა. 2014 წელს მოხატა ჭიათურის სოფელ ვეჭევის წმ. გიორგის ეკლესია. იგი დაჯილდოვებულია მედლებითა და პრემიებით: 2000 წელს - იუნესკოს ჯილდო წლის საუკეთესო ილუსტრაციისათვის. მისი ნამუშევრები ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, ტოლიატში, კიოლნში, მიუნხენში, ვენაში, ბრიუსელში, პარიზში, ბოსტონსა და ათენში. 2021 წელს კულტურის სამინისტრომ შეიძინა მისი ნამუშევრები.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 60-61; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.geeuropetime.eu

Awards and Honors

  • 2007 - პრემია "პარნასი"
    წლის საუკეთესო ნამუშევრებისათვის

Share: