Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა ჩხარტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმია-ბიოლოგიის სპეციალობით 1981 წელს; თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრული კურსი 2007 წელს; 2002 წელს მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 1986-1997წწ. მუშობდა თბილისის N108 საშუალო პროფესიული ტექნიკუმის პედაგოგად, სასწავლო ნაწილის გამგედ; 1997-2005წწ. თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დოცენტი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006-2015წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი; 2009-2010წწ. თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2011 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2022 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში; მ. ჩხარტიშვილის ძირითადი სასწავლო დისციპლინები და კვლევის მიმართულებებია: სწავლების თანამედროვე მეთოდები, ეკოლოგიის შესავალი, ეკოლოგია და ტურიზმი; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; არის 26 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მონოგრაფიის და 4 წიგნის ავტორი; მისი პუბლიკაციები იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარდამავალი ასაკის მოსწავლეთა ეკოლოგიური აღზრდა აღზრდისადმი კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მეშვეობით", დაიცვა 2001 წელს. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |