შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ცეცხლაძე![]()
ბიოგრაფია1980-იან წლებში იყო ხელოვანთა არაფორმალური ჯგუფების - "X სართულისა" და "მარჯანიშვილის სახელოსნოს" წევრი. ამავე წლებიდან მონაწილეობს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტსა და გამოფენაში; 1990-იანი წლების დასაწყისში ნიკო ცეცხლაძემ და ოლეგ ტიმჩენკომ ღია, საჯარო სივრცეში - მიწისქვეშა გადასასვლელში აჩვენეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი პერფორმანსი; ნიკო ცეცხლაძე აწყობდა გამოფენებს "ქარვასლის" ახალგახსნილ საგამოფენო დარბაზებში, შემდეგ კი იყო ბერლინი, როცა პუბლიცისტ და მთარგმნელ ეკე მაასის სახლში აწყობდა ექსპრესიონისტული ნახატების გამოფენებს; რამდენიმე ნამუშევარი ნიკო ცეცხლაძემ და სერგო ფარაჯანოვმა ერთად შექმნეს და დღეს ისინი სომხეთში, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმში ინახება; მის ცხოვრებაში ძალიან ბევრი საინტერესო პერფორმანსი იყო; აღსანიშნავია ე. წ. "ქარვასლის პერფორმანსი", რომელიც საბჭოთა ფულის გაუქმებისა და გაუფასურების თემას ეხებოდა; პერფორმანსი ბალტიისპირეთში, ნარვაში, ბელორუს მხატვარ იგორ კაშკურევიჩთან ერთად; ხელოვანებთან ერთად აწყობდა საინტერესო პერფორმანსებს პეტერბურგში; მისი ნახატები მონტენეგროს "ბიენალეზე" ცნობილი მოსკოველი მხატვრების, მათ შორის, კონცეპტუალისტ მხატვარ ილია კაბაკოვის ნამუშევრებთან ერთად იფინებოდა; იყო გამოფენები ბერლინში, ნანტში, პარიზში; გალერეა ifa (ბერლინი, გერმანია, 1997), "ტრანსფორმაცია", Friedrichgalerie (კიოლნი, გერმანია, 1998), სტამბულის ბიენალე, გალერეა Siemens Sanat (სტამბულის ბიენალე, თურქეთი, 2007), "დაბადებული საქართველოში" (კობრას მუზეუმი, ამსტერდამი, ჰოლანდია, 2009). წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 44-45; ახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |