The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუსტო პრატო

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

პიეტრო ავიტაბილეს წინამძღოლობით სხვებთან ერთად 1632 წლის 10 ივლისს ჩამოვიდა გორში. აქ ყოფნისას შეადგინა და 1633 წლის 16 ოქტომბერს თარიღით ვატიკანში გაგზავნა ვრცელი რელაციონი, რომელშიც აღწერა საქართველოს მდგომარეობა. მისი სიტყვებით, იმ ხანებში სპარსეთში მრავალი გამაჰმადიანებული ქართველი იმყოფებოდა. შაჰის (ე. ი. შაჰ-სეფი I-ის) დედაც ქართველი იყო. რელაციონში მითითებულია, რომ შაჰ აბას I-მა საქართველოს მოოხრებისას აქედან გადაასახლა 60 000 კომლი. ჯუსტო პრატოს რელაციონი (რელაცია-ცნობა, მოხსენება) გამოუცემელია. პატრი, თეატინელი მისიონერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.-580; ღვთისკაცები : თეათინელი მისიონერების ღვაწლი დასავლეთ საქართველოში // ჩვენი მწერლობა. - თბ., 2013. - 23 აგვისტო. - N17(199). - გვ.72


გააზიარე: