The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დონ პიეტრო ავიტაბილე

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის იტალიელი მისიონერი. თეატინელი ბერი, 1626–1632 წლებში სათავეში ედგა თეატინელთა ორდენის მისიას საქართველოში. მისიის საქმეებთან დაკავშირებით 1631–1632 წლებში რომში გაემგზავრა და პაპს ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა საქართველოს იმდროინდელი შინაპოლიტიკური და სარწმუნეობრივი მდგომარეობის შესახებ. მოხსენებაში აღწერილია თეიმურაზ I–ის აგრეთვე იმამ-ყული-ხანისა და დაუდ-ხანის (გვარად უნდილაძეების) მოღვაწეობა. 1638 წლიდან დონ პიეტრო ავიტაბილე საქართველოდან ინდოეთს გადავიდა, სადაც მას მისიონერულ მოღვაწეობაში ეხმარებოდა გორელი ქართველი კათოლიკე ნასყიდა, ანდრიად წოდებული.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1.-თბ.,1975.-გვ.-128; თეატინელ პიეტრო ავიტაბლეს დაბრუნება რომში და მისი მოხსენება საქართველოს შესახებ / ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე : თან ახლავს 104 პორტრეტი და ქართულ ძეგლთა რეპროდუქციები, ორი გეოგრაფიული რუკა და მრავალი გამოუქვეყნებელი დოკუმენტი / მ. თამარაშვილი.- თბ.,1995.-გვ.570-578; დონ პიეტრო ავიტაბილე - თეიმურაზ მეფის ელჩი რომის პაპთან / საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. წ. 3: (XIII-XX სს-ის პირველი მეოთხედი / ილია ტაბაღუა.-თბ., 1987.- გვ.- 116-148

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: