შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე ფლორენციელი![]()
ბიოგრაფიათბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს პირველი ეპისკოპოსი (1329 წელი). შედიოდა იმ კათოლიკე მისიონერთა სიაში, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ. იოანე ფლორენციელი საქართველოში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსებამდე, დაახლოებით 1318 წელს ჩამოვიდა. ცნობები მისი პიროვნების შესახებ ძალზე მწირია. რომის პაპის, იოანე XXII-ის წერილიდან ჩანს, რომ იგი დიდად განათლებული, მოკრძალებული და სათნოებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. იოანე ფლორენციელს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საღვთო საგნები, კარგად იცოდა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები; იგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქართველებში, ასევე საქართველოში მცხოვრებ არაქრისტიანებს შორისაც. მის სახელს უკავშირდება არაერთი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე ფლორენციელს კათოლიკე ეკლესია დიდ მოღვაწედ და "მოციქულად" ასახელებს. დომინიკელი ბერი. წყარო:XIX საუკუნის გამოუქვეყნებელი ისტორიული დოკუმენტები ქუთაისში მოღვაწე იტალიელი პატრების შესახებ/ გულიკო მჭედლიძე // ქართველოლოგია = Kartvelology : სამეცნიერო ჟურნალი.-თბ., 2015.-ივლისი–აგვისტო.- N 4. გვ. 70–79; ენციკლოპედია : "საქართველო", ტ. 4.-თბ., 2018.-გვ.324
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |