შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანჯელო ფილინელი![]()
ბიოგრაფიაანჯელო ფილინელი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. 1687 წლის მაისში გიორგი XI-მ და არქიეპისკოპოსმა ექვთიმე რატიშვილმა სიგელებით წარგზავნეს პაპ ინოკენტი XI-თან. მეფე და არქიეპისკოპოსი პაპს მფარველობას სთხოვდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ. ანჯელო ფილინელმა პროპაგანდის კონგრეგაციის სკოლაში მისაბარებლად თან გაიყოლა 19 წლის თბილისელი კათოლიკე სოლომონ თუმანიშვილი. 1688 წლის მაისში პაპმა და პროპაგანდის კონგრეგაციამ ანჯელო ფილინელი საპასუხო სიგელით გამოისტუმრეს საქართველოში. პაპმა მას საჩუქრები გამოატანა მეფესთან (ღვთისმშობლის ხარების ხატი) და არქიეპისკოპოსთან (ბარძიმი). იტალიელი მონაზონი, კაპუცინების ორდენის წევრი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174; ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე / მღვდელი მიქელ თამარაშვილი.-ტფ.,1902.-გვ.222
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |