| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანჯელო ფილინელი![]()
Biographyანჯელო ფილინელი მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისში. 1687 წლის მაისში გიორგი XI-მ და არქიეპისკოპოსმა ექვთიმე რატიშვილმა სიგელებით წარგზავნეს პაპ ინოკენტი XI-თან. მეფე და არქიეპისკოპოსი პაპს მფარველობას სთხოვდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ. ანჯელო ფილინელმა პროპაგანდის კონგრეგაციის სკოლაში მისაბარებლად თან გაიყოლა 19 წლის თბილისელი კათოლიკე სოლომონ თუმანიშვილი. 1688 წლის მაისში პაპმა და პროპაგანდის კონგრეგაციამ ანჯელო ფილინელი საპასუხო სიგელით გამოისტუმრეს საქართველოში. პაპმა მას საჩუქრები გამოატანა მეფესთან (ღვთისმშობლის ხარების ხატი) და არქიეპისკოპოსთან (ბარძიმი). იტალიელი მონაზონი, კაპუცინების ორდენის წევრი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174; ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე / მღვდელი მიქელ თამარაშვილი.-ტფ.,1902.-გვ.222
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

