Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯოყოლა ჩეგიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლევუშერი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა ქალაქ კიშინოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა ქ. კიშინოვში განაგრძო. 1994 წელს დაბრუნდა საქართველოში და თავის სოფელ ლევუშერში გამართა ხის დამამუშავებელი საამქრო და დაასაქმა ადგილობრივი მოსახლეობა. 1999 წელს ქ. მცხეთაში ხელი მოჰკიდა მცირე ბიზნესს, როგორიცაა მანქანათა პროფილაქტიკა, ბენზინგასამართი, სავაჭრო ობიექტები და სხვა. მცირე ბიზნესთან ერთად იგი საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა, თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს საზოგადოება "შუმერს", რომლის ძირითად ფუნქციას ისტორიისა და კულტურის საკითხების შესწავლა და პროპაგანდა წარმოადგენს. მან აღადგინა VIII საუკუნის სამების ეკლესია ლენტეხის რაიონის ჩოლორის თემში სოფელ ტვიზმში, მის მიერ არის შეკეთებული მაცხოვრის სახელობის ეკლესია მესტიის რაიონის სოფელ ხალდეში. სვანეთის დიდი გულშემატკივარი, საზოგადო მოღვაწე და ბიზმესმენი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.426
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |