შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრეა ბორომეო![]()
ბიოგრაფიაანდრეა ბორომეო 1652 წელს იტალიიდან სამეგრელოში ჩავიდა. თავისი მისიონერული მოღვაწობის შესახებ მან 1658 წლის 8 ივნისს წერილი გააგზავნა რომში. წერილში მოიპოვება ცნობები ლევან III დადიანზე, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ზე, ვამეყ ლიპარტიანზე. ანდრეა ბორომეოს გარდაცვალების შემდეგ 1704 წელს რომში გამოიცა მისი წიგნი "მოხსენება საქართველოზე, სამეგრელოზე და თეატინელთა მისიები იმ მხარეში". თეატინელი მისიონერი ბერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2.-თბ., 1977.- გვ.476
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |