The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დონ ხუან სპარსელი

სხვა სახელი:ურუჯ-ბეგი
დაბადების თარიღი:1560
გარდაცვ. თარიღი:1604  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიული პირი

ბიოგრაფია

შაჰ-აბასის მიერ 1599 წელს ესპანეთში გაგზავნილი ელჩობის მონაწილე (XVI საუკუნის II ნახევარი -XVII საუკუნის I მეოთხედი), წარმოშობით ყიზილბაშური ტომიდან იყო. ესპანეთში მიიღო ქრისტიანობა და საბოლოოდ იქ დარჩენის სურვილი გამოთქვა. იგი კარგად იცნობდა ირანის პოლიტიკურ ვითარებას. შეადგინა ირანის აღწერილობა ევროპელთათვის. დონ ხუან სპარსელის თხზულებაში არის ცნობები საქართველოსა და ირანში მოღვაწე ქართველების, კერძოდ, ალავერდი-ხან უნდილაძის შესახებ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3.-თბ., 1978.- გვ.624


გააზიარე: