The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ ჯაბუა

აბესალომ ჯაბუა
დაბადების თარიღი:1940  (85 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.

1970 წლიდან მუშაობდა ენგურჰესის მშენებარე კაშხლის დირექციაში. აქტიურად მონაწილეობდა ენგურჰესის და ვარდნილჰესის აგრეგატების სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაში. 1970 წლიდან - ენგურჰესის კასკადის ჰესების უფროსის მოადგილე; 1976-1992წწ. დასავლეთ საქართველოს სარემონტო საამქროს უფროსი; 1992 წლიდან - სს "საქენერგორემონტის" ენგურჰესის და ვარდნილჰესის კასკადის სარემონტო საამქროს უფროსი. მისი ხელმძღვანელობით საამქრო აწარმოებდა აფხაზეთის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ყველა ელექტროსადგურის აგრეგატების რემონტს.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.444


გააზიარე: