Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
უჩა ცინდელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კავკასიური ენების განხრით 1960 წელს. 1960 მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-მუშაკად, 1973 წლიდან უფროს მეცნიერ მუშაკად; ხანგრძლივი დროის მანძილზე იკვლევდა ძვ. აღთქმის ქართული თარგმანების შედარებით ფილოლოგიურ შედეგებს; გამოქვეყნებული აქვს 23 სამეცნიერო ნაშრომი. იკვლევდა საერთო ქართველურ ფუძეებსა და ძველ-ქართულ ლექსიკას; მონაწილეობდა ძვ. ქართული ძეგლების სიმფონიის მასალების დამუშავებასა და გამოსაცემად მომზადებაში; მონაწილეობდა ფოლკლორულ ექსპედიციებში; 1998 წელს გამოსცა წიგნი "ბიბლიის ენციკლოპედია"; ლექციებს კითხულობდა სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიურ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტებში. გამოჩენილი მეცნიერი და მკვლევარი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მეფეთა პირველი ორი წიგნის რედაქციები". წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.429 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |