The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვატია დავითაშვილი

ვატია დავითაშვილი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:1946
გარდაცვ. თარიღი:2000  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

სწავლობდა კიევის საავიაციო უნივერსიტეტში, სადაც ის მფრინავის პროფესიას ეუფლებოდა.

მხატვრობით ადრეული ასაკიდან დაინტერესდა. სწავლის დროს კიევში მცხოვრებ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს დაუახლოვდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი გატაცება მხატვრობით. მან ფარაჯანოვთან გაიცნო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნების წარმომადგენელები და თბილისში დაბრუნების შემდეგ ავთო ვარაზის სახელოსნოში დაიწყო მუშაობა. წლების მანძილზე იგი თელავში დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ნამუშევრები კახეთის გარდა იშვიათად გამოფენილა. მხატვრის შემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო აბსტრაქტული გახდა და 90-იანებიდან ხელოვანმა აქტიურად დაიწყო "მეტანამუშევრების" შექმნა. ის მეამბოხედ, თავისუფალ ადამიანად შედგა. ერთი შეხედვით, ნაივური, ჭრელი და გადატვირთული ნატურმორტები თუ პეიზაჟები დავითაშვილის გამორჩეულად პერსონალურ მხატვრულ სამყაროს ქმნის. დავითაშვილის მხატვრობამ დიდი გავლენა იქონია თელაველ თვითნასწავლ მხატვრებზე, რომლებმაც ქართულ მხატვრობას მრავალი საინტერესო ნამუშევარი შემატეს და თელავში ქალაქისთვის სახასიათო უნიკალური ფერწერის სტილი დაამკვიდრეს. თვითნასწავლი მხატვრი.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 18-19; hammockmagazine.geat.geახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.ge


გააზიარე: