The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ჩხარტიშვილი

ოთარ ჩხარტიშვილი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1938
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 2006  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

1960 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1963 წელს, გარიცხულ იქნა აკადემიიდან, აკადემიაში გამეფებული დოგმების სწავლების უარყოფისთვის, მეორედ გარიცხეს მარქსიზმ-ლენინიზმის ფილოსოფიის კატეგორიული უარყოფისთვის, მესამეთ გაირიცხა, სამხედრო სწავლებაზე უარის თქმისთვის. იგი იყო სამჯერ გარიცხული და სამჯერ აღდგენილი. დაამთავრა სამხატვრო აკადემია 1966 წელს, სადიპლომო ნამუშევარი - "ჩემი კერა" (აპოლონ ქუთათელაძის კლასი).

1957 წელს ქ. მახარაძის კინოთეატრის ფოიეში მოეწყო მისი პირველი პერსონალური გამოფენა. 1958 წელს მონაწილეობდა მსოფლიოს ბავშვთა ნამუშევრების გამოფენაზე ქ. დელიში; 1959 წელს მონაწილეობდა საკავშირო გამოფენაზე მოსკოვში, დაჯილდოვდა ქების სიგელით; 1961 წელიდან ქართველ მხატვართა მოძრავ გამოფენებში.
1962 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ღია ცის ქვეშ, მოაწყო არასანქცირებული სტუდენტთა თავისუფალი ნამუშევრების გამოფენა. 1967 წელს მონაწილეობს საგაზაფხულო გამოფენაზე, ნამუშევრით "ნუნუკას პორტრეტი". 1973 წელს მოეწყო პერსონალური გამოფენა მოსკოვში, კინოთეატრ "ხუდოჟესტვენაიაში" (ფერწერა, გრაფიკა). 1973 წელს მხატვრის სახლში "ერთი ნამუშევრის გამოფენა", "რინგი"(კოლაჟი). 1974 წელს მონაწილეობდა მოსკოვიში, არასანქცირებულ ნონკონფორმისტების ჯგუფურ გამოფენაში მეტრო "ბელიავოს" მახლობელ უკაცრიელ ველზე, რომელიც თოვლის საწმენდი ბულდოზერებით დაარბიეს და ცნობილია როგორც, "ბულდოზერული გამოფენა". 1975 წელს მიიწვიეს მოსკოვში, პოეტისა და კოლექციონერის ალექსანდრე გლეზერის ბინაზე გამართულ, ნონკომფორმისტ მხატვართა გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად. გამოფენა ინაცვლებს ლენინგრადში, ევგენი რუხინისა და გალინა პოპოვას შეუღლებიდან ათი წლისთავთან დაკავშირებით. ამავე წელს მონაწილეობს იგივე ჯგუფთან ერთად, მოსკოვში მოწყობილ გამოფენაზე, რომელიც მიეძღვნა მალევიჩის დაბადებიდან ასი წლის თავს. 1977 წელს სახელმწიფო გალერეაში გამოიფინა კოლაჟი "სპილო". 1978 წელს მხატვრის სახლში, საშემოდგომო გამოფენაზე იყო გამოფენილი "ობიექტი სკამი". 1981 წელს, თბილისში მხატვრის სახლში მოეწყო პერსონალური გამოფენა, მას წინ უძღვოდა "ხუთწლიანი ომი", რადგან მხატვართა კავშირს ანტისაბჭოთა იარლიყი ჰქონდა მიკერებული. ეს იყო დიდი ნონკონფორმისტული გამოფენა 250 ექსპონატით ფერწერა, გრაფიკა, ქნდაკება, კოლაჟი და ობიექტი. 1984 წელს ჩამოაყალიბა თანამოაზრე ავანგარდისტთა ჯგუფი­­­­. 1986 წელს ეროვნულ გალერეაში მოეწყო ამიერკავკასიის მხატვართა ნამუშევრების პირველი ბიენალე. ფერწერა , გრაფიკა, ქანდაკება. 1988 წელს მხატვრის სახლში გაიხსნა ქართველ ავანგარდისტთა პირველი ჯგუფური გამოფენა. შემდეგ ამ გამოფენამ გადაინაცვლა ხარკოვში (1988) და მოსკოვში (1990). 1991 წელს ქ. მოსკოვში საგამოფენო დარბაზ "მზიური"-ში გაიმართა სამი ქართველი მხატვრის გამოფენა. 1996 წლის 5 ივლისს რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილისა და რუსთაველი მხატვრების ინიციატივით შეიქმნა მხატვართა გაერთიანება "ნიკო" (პრეზიდენტი - ოთარ ჩხარტიშვილი).  1996 წელს ეროვნულ გალერეაში, იუნესკოს ეგიდიდ, მოეწყო ოთხი სახელმწიფოს: რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს რეპრესირებული ხელოვნების გამოფენა. 1997 წელს ეროვნულ გალერეაში გამოიფინა გაერთიანება "ნიკო"-ს მხატვართა ნამუშევრები. 1998 წელს მოეწყო ოთარ ჩხარტიშვილისა და გერმანელი მხატვრის ჰანს ჰაინერ ბურის პერსონალური გამოფენა. 1999 წელს ეროვნულ გალერეაში გაიმართა სამი თაობის, 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების კონტრკულტურის გამოფენა. 2000 წელს სახელმწიფო კანცელარიაში მოეწყო ნონკონფორმისტთა ჯგუფური გამოფენა სახლწოდებით "კონტრკულტურა". 2005 წლის 12 მაისს გალერეა "ვერნისაჟში" გაიმართა პერსონალური გამოფენა. დაზგური ფერწერა. 2006 წლის 5 ივლისს გალერეა "კოპალა"-ში მოეწყო მემორიალური გამოფენა. 2012 წელს "ლიტერატურის მუზეუმში" პერსონალური გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია (ნამუშევრების კატალოგი). 2016 წლის 7 ივლისს ლონდონში "Sotheby’s"-ის აუქციონზე გაიყიდა მისი ორი ნამუშევარი, ფერწერა და გრაფიკა. 2016 წლის დეკემბერში "Iart" გალერეაში პერსონალური გამოფენა სახელწოდებით "სტამბული 20 წლის წინ". 2016 წლის 21 დეკემბრიდან - 2017 წლის 21 მარტამდე "TBC Art Gallery" მოეწყო პერსონალური გამოფენა. ოთარ ჩხარტიშვილის ნამუშევრები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, როილ მელსის გალერეა (ლონდონი), ნიუ-ჯერსი ნ. დოჯის ზემერლის მუზეუმი (აშშ), ამ მუზეუმში ოთარ ჩხარტიშვილი წარმოდგენილია ქართული ავანგარდის წინამძღვრად. 30 ნამუშევრითა და ავტოპორტრეტით.

წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 16-17; facebook.comახალი და უახლესი ქართული ვიზუალური ხელოვნების პორტალი: art.gov.geქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი: netgazeti.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1970-)

გააზიარე: