The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჯამარჯაშვილი

ვაჟა ჯამარჯაშვილი
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1943
გარდაცვ. თარიღი:13 ოქტომბერი, 2016  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1967 წელს.

გაიარა ასპირანტურის კურსი გ.მ. კრჟიჟანოვსკის სახელობის მოსკოვის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1971-1974წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ხელმძღვანელობდა თბო და არატრადიციული ენერგეტიკის განყოფილებას; 1995 წლიდან იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის თბო და ატომური ენერგეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი და პრეზიდიუმის წევრი; სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის სფერო: ორფაზა ნაკადების თერმოგაზოდინამიკა; ენერგეტიკულ მოწყობილობებში თბოფიზიკური პროცესების პრობლემები; განახლებადი ენერგიის წყაროების ენერგეტიკა; თბო და ატომური ელექტროსადგურების თერმოდინამიკა. კოლეგებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ, სინერგეტიკულ მიმართულებას ენერგეტიკაში; იყო საქართველოში პირველი, 110 მვტ სიმძლავრის აირტურბინული ელექტროსადგურის მშენებლობის განყოფილების უფროსი; მუშაობდა ამავე ელექტროსადგურის მართვისა და ექსპლუატაციის უფროსად. 90-ზე მეტი გამოქვეყნებული შრომების, ერთი მონოგრაფიის და 20 გამოგონების ავტორი, მათ შორის, დაპატენტებულის ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიაში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: