The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ჯაფარიძე

გურამ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1938
გარდაცვ. თარიღი:16 ივლისი, 2016  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრონული ტრანსპორტის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1962წწ. იყო თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის საკონსტრუქტორო ბიუროს ინჟინერი; 1962-1974წწ. სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968); 1974-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2000 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო ელექტრომექანიზებული დანადგარების ხარისხიანი ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების საკითხებზე. მისი თანაავტორობით და მონაწილეობით დამუშავდა და რეალიზებულ იქნა ჩაის უნივერსალური სასხლავ-საკრეფი, მაღალი სიხშირის დენზე მომუშავე ხელის აპარტები დ მათი ელექტროენერგიით მომარაგების სისტემა (როგორც ცენტრალიზებული, ასევე ავტონომიური კვების წყარო). მუშაობდა სამეურნეო წარმოების მართვის ავტომატიზებული სისტემების და რესურსების განაწილების (ოპტიმალური და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება) საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის 5 გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.449


გააზიარე: