The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჯაფარიძე

ვლადიმერ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1923  (102 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1940 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1941 წელს გადავიდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე ჰიდროსადგურების მშენებლობის განხრით, დაამთავრა 1948 წელს.

1946 წლიდან მუშაობდა ხრამჰეს-1-ის მშენებლობაზე; 1948-1951წწ. - საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში; 1951-1970წწ. - "თბილჰიდროპროექტში" ინჟინრად, პროექტის მთავარ ინჟინერად, დარიალჰესის და ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის პროექტის მთავარ ინჟინერად; 1952-1954წწ. - ხრამჰესი-II მშენებლობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1957-1958წწ. მივლინებული იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კონსულტანტ-მრჩევლად ენერგეტიკის და წყალთა მეურნეობის დარგში; 1958-1970წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი ელექტროსადგურების (ძირითადად ენგურჰესის კასკადი) დაპროექტება-მშენებლობის დარგში; 1971-1985წწ. ჟინვალის კომპლექსური ჰიდროკვანძის გენერალური დირექტორი (მშენებლობის დაწყებიდან მისი ექსპლუატაციაში გაშვებამდე); 1985-1994წწ. კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის მშენებლობაზე განყოფილების გამგე; 1994-2004წწ. ჟინვალის ჰიდროკვანძზე კონსტულტანტი. მრავალი სტატიისა და გამოკვლევის ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.449-450

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი (2009-)
  • საქართველოს ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: