შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჯაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი "ნავთობისა და გაზის გეოლოგიისა და ძებნა-ძიების" სპეციალობით. 1968 წლიდან - ტრესტ "საქნავთობის" გეოლოგიურ საძიებო კანტორაში ტექნიკური დირექტორი, უფროსი გეოლოგი; 1972 წლიდან - ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982 წლიდან - სგ "საქნავთობის" ბურღვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1985-1986წწ. - სატამპონაჟო სამმართველოს უფროსი; 1986-1999წწ. - "საქნავთობის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1999-2005წწ. - ქართულ-შვეიცარული ნავთობკომპანია "იორის ველი ნავთობისა და გაზის" გენერალური დირექტორი; 2008 წლიდან - "სტრეიტ ოილ ენდ გაზ (საქართველოს)"-ს საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.453
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |