შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ აბულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალ თერჯოლა, ჩხარის რაიონი. 1947 წელს ჩაირიცსა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე; 1952-1955 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში; 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი; 1968 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1941 წლის ივლისიდან მამაცურად იბრძოდა სმოლენსკთან, სადაც დაიჭა და კონტუზიაც მიიღო. მოსკოვის მისადგომებთან კონტრშეტევის ოპერაციისას იგი მეორედ დაჭრეს, მაგრამ მაინც არ დაუტოვებია ბრძოლის ველი. 1942 წლის იანვარ-მარტში იბრძოდა ყირიმში, სადაც მიიღო მძიმე ჭრილობა. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ 1943-1946 წლებში ნახევრად დაინვალიდებული იცავდა საქართველოს სამხრეთის საზღვრებს და მხოლოდ 1946 წლის დეკემბერში დაუბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას. დაწერა 40-ზე მეტი მეცნიერული შრომა, მათ შორის ორი მონოგრაფია, რომლებშიც გაშუქებულია უახლესი ისტორიის მნიშენელოეანი პრობლემები. 40 წელზე მეტი ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შემდეგ ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში, სადაც იგი არჩეული იყო ომისა და შრომის ვეტერანთა საინსტიტუტო საბჭოს თავმჯდომარედ. მიღებული აქვს მრავალი მედალი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 4 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |