The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯუმბერ ჯაში

ჯუმბერ ჯაში
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:1988  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

მუშაობდა ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე. 1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრაზე. დაამთავრა ასპირანტურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1970). 1976 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება. 1988 წლიდან იყო ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის მონოგრაფიის ავტორი. სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება - ელექტრომექანიკა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.453

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: