The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამული ჯიბლაძე

მამული ჯიბლაძე
Date of birth:18 May, 1934  (90 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვა" 1956 წელს.

1956-1960წწ. - "საქნახშირძიების" გეოლოგიურ პარტიებში მბურღავი, ბურღვის ოსტატი, უბნის უფროსი; 1960-1962წწ. - საქართველოს აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტის ნავთობის ტექნოლოგიის ლაბორატორიაში ინჟინერი; 1963 წლიდან - "საქნავთობის" სისტემაში სუფსის ნავთობის საძიებო უბნის ინჟინერი, კოლხიდის ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1970-1975წწ. - ტრესტ "საიუზბურგაზის" ამიერკავკასიის ღრმა ბურღვის ექსპედიციის მთავარი ინჟინერი; 1975 წელს - "საქნავთობის" სისტემაში წითელწყაროს ბურღვის კანტორის მთავარი ინჟინერი; 1975-1977წწ. - აღმოსავლეთ საქართველოს ბურღვის სამმართველოს რაიონული ტექნოლოგიური სამსახურის უფროსი; 1977-1980წწ. - დასავლეთ საქართველოს საძიებო ბურღვის სამმართველოს უფროსი; 1984-1987წწ. - ალჟირში ენერგეტიკის სამინისტროს სამრეწველო უსაფრთხოების დირექციაში მთავარი ინჟინერი ბურღვის დარგში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1987-2000წწ. - "საქნავთობის" მილების საამქროს უფროსი. დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ნავთობის მრეწველობის სამინისტროს და ალჟირში საბჭოთა საელჩოს მიერ საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.454

Awards and Honors

  • საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი

Share: