Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ქუთაისის მე-5 ტექნიკუმი (ყოფილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია) 1922 წელს; საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1931 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1922-1929წწ. "თელასში" იყო დიზელის ელექტროსადგურების მემანქანე, ტექნიკოსი, უფროსი ტექნიკოსი; 1929-1931წწ. - ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის სამმართველოში ინჟინრის მოვალეობის შემსრულებელი, კავშირგაბმულობის საწარმოების ელექტრომომარაგების ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისსა და ბაქოში; 1932 წლიდან - "საქენერგოში" სხვადასხვა თანამდებობა: მაღალი ძაბვის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, რაიონული ინჟინერი, ნავთლუღის კვანძის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, რაიონული ინჟინერი, ნავთლუღის კვანძის ელექტროქსელების მშენებლობის უფროსი, კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსი; 1980 წლიდან - პერსონალური პენსიონერი. პენსიაზე გასვლის შემდეგ მუშაობდა საქმთავარენერგოს კაპიტალური მშენებლობის განყოფილების სექტორის უფროსის თანამდებობაზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და მედლები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.456-457 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |