The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან მანია

ქეთევან მანია
დაბადების თარიღი:25 ივნისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჯვარი, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი "გაენათი" 1996 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის (წყაროთმცოდნეობის განყოფილება) ასპირანტურა 2001 წელს.

2005-2012წწ. კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2017-2020წწ. იყო ა(ა)იპ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2020 წლიდან არის ა(ა)იპ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2022 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; არის 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 7 წიგნის ავტორი; 40-მდე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყაროთმცოდნეობითი კვლევა საქართველოში XX ს-ის 60-90-იან წლებში", დაიცვა 2003 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: