Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ აზიროვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავა დაუსწრებლად საკავშირო იურიდიული ინსტიტუტი და მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. 1941 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. დაეუფლა სამხედრო საქმეს და 1942 წელს გახდა ლეიტენანტი. იყო ოცეულის, შემდეგ კი ასეულის მეთაური. ერთ-ერთ ბრძოლაში იგი დაიჭრა და 1944 წლის მაისიდან მოქმედი არმიიდან გაანთავისუფლეს როგორც ინვალიდი, დაუბრუნდა სამოქალაქო საქმიანობას. 1944-1946წწ. წლებში იყო პედაგოგიურ, სამეურნეო და პარტიულ სამუშაოზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 1947-1988წწ. მუშაობდა საქართველოს პარტიულ ორგანოებში. იყო თბილისის 26 კომისრის სახელობის რაიკომის ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, შემდეგ საქართველოს კპ ცკ-ის ინსტრუქტორი, პარტიული მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილე და ბოლოს - ოქტომბრის სახ. რაიონის რაიკომის ჰირველი მდივანი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას, გამოაქვეყნებული აქვს შრომები. დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი, უწყებრივი, სამახსოვრო და საიუბილეო მედლები და სამკერდე ნიშნები. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, გადამდგარი პოლკოვნიკი. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 5-6 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |