The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როლანდ ცინდელიანი

როლანდ ცინდელიანი
დაბადების თარიღი:1946  (79 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:სოფელ ნაკრას სასაფლაო, სვანეთი
კატეგორია:ჟურნალისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1974 წელს აირჩიეს თავისი მშობლიური სოფლის ნაკრას სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარედ, სადაც შვიდი წელი აქტიურად იმუშავა და ერთ-ერთი მოწინავე გახდა მესტიის რაიონში. 1984 წელს დაინიშნა გულრიფშის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ამ კულტურის სახლის დირექტორი გახდა და აქვე ჩამოაყალიბა სვანური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი გახდა აფხაზეთის ხალხური შემოქმედების ოლიმპიადის ლაურეატი. იყო საზოგადოება "ლემის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, 1969 წელს უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა და აფხაზთა შორის წარმოშობილ უთანხმოებათა მორიგებაში. 1986 წელს დანიშნეს სოხუმის სამთავრობო დაცვის უფროსის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. 

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.436


გააზიარე: