Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ ცინდელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაკრა, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1974 წელს აირჩიეს თავისი მშობლიური სოფლის ნაკრას სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავჯდომარედ, სადაც შვიდი წელი აქტიურად იმუშავა და ერთ-ერთი მოწინავე გახდა მესტიის რაიონში. 1984 წელს დაინიშნა გულრიფშის კულტურის სახლის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ამ კულტურის სახლის დირექტორი გახდა და აქვე ჩამოაყალიბა სვანური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი. მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი გახდა აფხაზეთის ხალხური შემოქმედების ოლიმპიადის ლაურეატი. იყო საზოგადოება "ლემის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე, 1969 წელს უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა და აფხაზთა შორის წარმოშობილ უთანხმოებათა მორიგებაში. 1986 წელს დანიშნეს სოხუმის სამთავრობო დაცვის უფროსის თანამდებობაზე, სადაც იმუშავა სიცოცხლის ბოლომდე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.436
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |