შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონ წერედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლატალი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მათემატიკის ფაკულტეტი; ფილოსოფიის ფაკულტეტი. იგი პირველი ლატალელი და ზემო სვანეთიდან ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც უმაღლესი განათლება მიიღო და დაამთავრა ორი ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაწერილი ჰქონდა ვრცელი გამოკვლევა სპინოზას ფილოსოფიაზე, რომლის ძირითადი ნაწილი "ჩეკას" დროს განადგურდა, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი. 1937 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს 1938 წლის 14 იანვარს. იგი ცნობილი იყო, როგორც "მთის არწივი" ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.438
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |