The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ მამულაშვილი

რაფიელ მამულაშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:30 ივნისი, 2009  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1953 წელს.

მისი საქმიანობის დასაწყისი (1954) უკავშირდება პედაგოგიურ მოღვაწეობას; ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას საშუალო სკოლაში; პარალელურად, თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში და აქვეყნებდა სხვადასხვა სტატიებსა და პუბლიცისტურ წერილებს; იყო "სამხედრო გაზეთის" სტილისტი და განყოფილების ხელმძღვანელი; 1966 წლიდან  ჟურნალ "სინათლის" პსუხისმგებელი მდივანი; 1967-1973წწ. საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი; 1973 წლიდან ხალხთა მეგობრობის მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგამოფენო - საექსპედიციო დარგში; 1993-1998წწ. თოჯინების თეატრის სალიტერატურო და ხელოვნების განყოფილების გამგე; 1959 წელს გორის თეატრში წარმატებით განხორციელებულმა (რეჟ. გ. აბრამიშვილი) მისმა პირველმა პიესამ - "გადაარჩინე სიცოცხლე" სათავე დაუდო შემდგომ აქტიურ მოღვაწეობას დრამატურგიის ჟანრში; რ. მამულაშვილის პიესები წარმტებით იდგმებოდა საქართველოს სახელმწიფო და სახალხო თეატრებში და მის საზღვრებს გარეთ; პიესა "თორტიზელებს" რეჟისორ ლილი იოსელიანის დადგმით თბილისის სანკულტურის თატრში, დიდი მოწონებით შეხვდა მაყურებელი. იგივე ნაწარმოები წარმატებით დაიდგა გორისა და თელავის თეატრების სცენაზე; თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის სცენას კარგა ხანი ამშვენებდა რ. მამულაშვილის გახმაურებული პიესა: "მერხებზე ანგელოზები სხედან"; ამ ნაწარმოების მიმართ განსაკუთრებულ ყურადრებას იჩენდნენ და წარმატებით ახორციელებდნენ ბათუმის, ფოთის, ახალციხის, ოზურგეთის და ჭიათურის სახელმწიფო თეატრები; თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი კვლავ ინტერესდება რ. მამულაშვილის შემოქმედებით და წარმატებით უჩვენებს ახალგაზრდა მაყურებელს მის ახალ პიესებს - "ძია ელიოზს" (რეჟ. შალვა გაწერელია) და "გამოცდას"; ამავე ნაწარმოებებმა სცენური განხორციელება ჰპოვეს სოხუმის, რუსთავის ("ძია ელიოზი"), ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ჭიათურის ("გამოცდა") სახელმწიფო თეატრებში, ხოლო პიესა "უღელი" მოწონებული იქნა საკავშირო სარეპერტუარო კოლეგიის მიერ, ითარგმნა რუსულ ენაზე და სარეკომენდაციო გავრცელების ღირსად იქნა მიჩნეული დასადგმელად საკავშირო მასშტაბით; დაიდგა ნოვოსიბირსკის და ჯამბულის (ყაზახეთი) სახელმწიფო თეატრებში; 2004 წელს გამოიცა რ. მამულაშვილის პიესების წიგნი - კრებული "საით მიფრინავენ ანგელოზები", სადაც შესულია მისი დრამატურგიული თხზულებები: "დამნაშავედ არ დავბადებულვარ", "მერხებზე ანგელოზები სხედან", "გამოცდა", "მკვლელობა დაბადების დღეს" და "ქრისტეს შობიდან მეორე დღეს".

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია /რედ. ალექსანდრე შალუტაშვილი.-თბ.,2007.-97გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
    ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1997 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს "სამხედრო გაზეთის" სარედაქციო კოლეგიის საპატიო სიგელი
    ხანგრძლივი, ნაყოფიერი, კეთილსინდისიერი შრომისთვის და დაბაადების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით
  • 1967 - საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს თეატრალური საზოგადოების საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: