The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია აღლაძე

ანდრია აღლაძე
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1910
გარდაცვ. თარიღი:1975  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხლი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს.

1930 წელს ინიშნება ჭიათურის ინდუსტრიული მუშფაკისა და ჰედტექნიკუმის მასწავლებლად. 1932-1933წწ. მსახურობდა წითელ არმიაში სამთო მსროლელი დივიზიის პირველ ქართულ პოლეში. თადარიგში გასვლის შემდეგ ისევ განაგრძობს პედაგოგიურ მუშაობას. 1933-1937წწ. მუშაობდა გორის რაიონის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ და ისტორიის მასწავლებლად. 1937 წლის ნოემბერში დაინიშნა გორის რაიონის განათლების განყოფილების გამგედ და შეთავსებით ლექციებსაც კითხულობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1939 წლის მარტიდან მუშაობდა საქართეელოს განსახკომის უმაღლესი სკოლების სამმართველოს ინსპექტორად, 1939 წლის ივნისიდან  საქართველოს კპ ცკ-ში პროჰაგანდისა და აგიტაციის განყფილების ლექტორად. 1941 წლის 5 ივლისს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში, სადაც დაჰყო 1954 წლის 30 ივლისამდე და პოდპოლკოვნიკის წოდებით გავიდა თადარიგში. არმიაში სამსახურის დროს იყო ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სხვადასსვა ნაწილების შტაბების უფროსი და ოცეულის მეთაური, ხოლო შემდეგ შორეული აღმოსავლეთის პირველი წითელდროშოვანი არმიის 59-ე მსროლელთა დივიზიის პოლკის აგიტატორი და 26-ე კორპუსის ლექტორი, შემდეგ იმიერ-ბაიკალის სამხედრო ოლქის გარნიზონის ოფიცერთა სახლის განათლების უფროსი ინსტრუქტორი, ბოლოს თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებლის პოლიტგანწყოფილების უფროსი ინსტრუქტორი, თბილისის გარნიზონის სპეცნაწილის პოლიტ განყოფილების პროპაგანდისტი, ამიერკაეკასიის სამხედრო ოლქის არტილერიის სამსახურის ოფიცერთა შემადგენლობის სწავლების ციკლის უფროსი მასწავლებელი. არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას: იყო მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, სექტორის გამგე; რამდენიმე მეცნიერული შრომის ავტორი, გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი. საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტის კათედრის გამგე. მიღებული აქვს მედალი "იაპონიაზე გამარჯვებისთვის", საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.

წყარო:ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 11-12

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: